უკრაინა: ერთ კვირაში რუსების 102 საჰაერო სამიზნე ჩამოვაგდეთ

11 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით რუსულმა ჯარებმა უკრაინულ ობიექტებზე 148 სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

ამის შესახებ 17 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის უფროსის მოადგილემ, ოლექსი გრომოვმა განაცხადა.

"11 ნოემბრიდან, მტერმა 148 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის 111 სარაკეტო თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე 15 ნოემბერს. რუსეთმა გამოიყენა 26 კამიკაძე დრონი ჩვენი ჯარების პოზიციებზე ხუთი დასახლების რაიონში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ", - თქვა მან.

გრომოვის თქმით, საანგარიშო პერიოდში საზენიტო-სარაკეტო ძალების, ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და სახმელეთო ძალების ძალებმა და საშუალებებმა გაანადგურეს 102 საჰაერო სამიზნე.

"კვირის განმავლობაში სარაკეტო ძალების და არტილერიის ნაწილებმა შეასრულეს 1200-ზე მეტი საცეცხლე მისია, რის შედეგადაც განადგურდა რუსების 36 სამეთაურო პუნქტი და საბრძოლო მასალის, საწვავისა და საპოხი მასალების 47 საწყობი, ასევე მტრის სხვა სამხედრო სამიზნეები." - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები