უკრაინა: ღამით 41 ფრთოსანი რაკეტა და ორი დრონი ჩამოვაგდეთ
24 ივნისის ღამის თავდასხმის დროს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის მიერ გასროლილი ყველა X-101/X-555-ის რაკეტა გაანადგურეს. ამ ინფრომაციას Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები ავრცელებს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, 10-მა რუსულმა სტრატეგიულმა საავიაციო თვითმფრინავმა კასპიის ზღვიდან 40 X-101/X-555-ის ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ყველა მათგანი განადგურდა.
გარდა ამისა, რვა შორ მანძილზე მოქმედმა ბომბდამშენმა Tu-22M3-მა ცხრა X-22 რაკეტა გაისროლა ჩრდილოეთის, სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. შავი ზღვიდან ოკუპანტებმა ორი საზღვაო ფრთოსანი რაკეტა კალიბრი გაუშვეს, სამხრეთიდან კი ორი ირანული Shahed-136/131-ის დრონით შეუტიეს.
"საბრძოლო სამუშაოების შედეგად, ორმოცივე ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555, ერთი ფრთოსანი რაკეტა კალიბრი და ორი Shahed-136/131-ის დრონი განადგურდა." - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნეს, რომ ღამის თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საზენიტო-სარაკეტო ძალების ქვედანაყოფები, ავიაცია, "ცენტრალური," "სამხრეთის" და "აღმოსავლეთის" საჰაერო სარდლობის მობილური საცეცხლე ჯგუფები.