უკრაინა რუსეთს ასობით ათასი ტონა მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებს

უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრ ტარას ვისოცკის განაცხადებით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ასობით ათასი ტონა მარცვლეული მოიპარა.

ვისოცკის განცხადებით, ოკუპანტებმა შესაძლოა ნახევარ მილიონ ტონა მარცვლეულამდე მიითვისეს.

"პირადად გამიგია ელევატორების მფლობელებისგან. ეს დაუფარავი ქურდობაა, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველგან მიმდინარეობს", - აცხადებენ უკრაინის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

უკრაინა მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ხორბლის ექსპორტიორია და ევროპის "პურის ბეღელად" ითვლება.

საბჭოთა კავშირის მიერ ხორბლის კონფისკაციასთან დაკავშირებულია უკრაინის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ეპიზოდი - ჰოლოდომორი - რომლის შედეგადაც მილიონობით უკრაინელი შიმშილით დაიღუპა.

 

მსგავსი სიახლეები