უკრაინა: რუსი დამპყრობლებისგან 1620 დასახლება გავათავისუფლეთ
14 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ Telegram-ზე განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე 1620 დასახლების დეოკუპაცია შეძლეს.
მან ციფრი დააკონკრეტა და უკრაინის დამცველებს დღესასწაული მიულოცა.
"დღეს უკრაინის დამცველების დღეა, გმირების დღე, რომლებსაც მთელი ქვეყანა პატივს სცემს და რომელთა ღვაწლი მთელმა მსოფლიომ იცის. თქვენი წყალობით, 1620 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა რუსი დამპყრობლებისგან, თქვენ ხართ ჩვენი ძალა", - წერს ტიმოშენკო.
4 ოქტომბერს ტიმოშენკომ უკრაინაში 1534 დასახლების დეოკუპაციაზე გამოაცხადა.