უკრაინა: საჰაერო თავდაცვამ კიევში ყველა Shahed-ის დრონი გაანადგურა
11 ივლისს, დილით, რუსებმა კიევს კვლავ შეუტიეს Shahed-ის დრონებით, საჰაერო თავდაცვამ ყველა სამიზნე გაანადგურა.
ამ ინფორმაციას კიევის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგი პოპკო ავრცელებს.
მტერმა ამ თვეში კიევს ციდან მეორედ შეუტია. წინასწარი მონაცემებით, ისევე როგორც ივლისის დასაწყისში, რუსეთმა Shahed-ის დრონები გამოიყენა.
"ირანული დრონები სამხრეთიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიიდან გაუშვეს. ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, განადგურდა ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით." - ვკითხულობთ განცხადებაში.