უკრაინა: სევერსკი დონეცთან ოკუპანტების ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი გავანადგურეთ

უკრაინის არმიის 80-ე სადესანტო ბრიგადა აღმოსავლეთ ფრონტზე კერძოდ კი მდინარე სევერსკი დონეცთან განვითარებულ მძიმე ბრძოლებზე ავრცელებს ინფორმაციას. 

უკრაინის არმიაში ამბობენ, რომ მდინარის ფორსირების მცდლებისას განადგურებულია ოკუპანტების მთლიანი ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი. 80-ე ბრიგადაში ამბობენ, რომ მტერი მდინარის გადმოკვეთას პანტონური ხიდებით ცხრაჯერ შეეცადა, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწია. 

"არტილერისტებმა და მედესანტეებმა გაანადგურეს 73 ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის T-72-ის ტიპის ტანკი და სხვადასხვა ტიპის ჯავშანტრანსპორტიორები",- ნათქვამია ოფიციალურ შეტყობინებაში. 

ამასთანავე უკრაინის 80-ე ბრიგადაში აღნიშნავენ, რომ ოკუპანტები მძიმე დანაკარგების მიუხედავად შეძლეს მდინარის გადმოკვეთა, თუმცა მათ ადგილზე კი მედესანტეების დაჯგუფება დახვდათ. 

ადგილზე ბრძოლები 2 დღე-ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ბრიგადის შეფასებით ბრძოლების შედეგად განადგურებულია რუსეთის შეიარაღებული ძალების მთლიანი ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება. 

მსგავსი სიახლეები