უკრაინამ 500 კმ-ზე მოქმედი კამიკაძე დრონების წარმოება დაიწყო

უკრაინაში დაიწყო კამიკაძე დრონების წარმოება სახელწოდებით Рубака, რომლებიც თავიანთი მახასიათებლებით ირანული Shahed-136-ის მსგავსია. ამის შესახებ Defense Express 1 აგვისტოს წერს.

30 ივლისს უკრაინელმა მსახიობმა ვლადისლავ შევჩენკომ გამოაცხადა, რომ 10 მილიონი უკრაინული ჰრივნა გროვდება 18 Рубака-ს დრონის უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოსთვის შესაძენად.

შევჩენკოს თქმით, ახალი დრონის ფრენის დეკლარირებული დიაპაზონი 500 კმ-მდეა.

ვიდეოში უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ უკრაინის დაზვერვა უკვე იყენებს უპილოტო საფრენი აპარატების შესაძლებლობებს საბრძოლო მოქმედებებში.

"მათ უკვე კარგად გამოიჩინეს თავი ბრძოლაში. ზუსტად ვერ გეტყვით, სად, მაგრამ ჩვენ ყველას შეგვეძლო ამ აფეთქების შესახებ Telegram-ზე წაკითხვა," - ამბობს ის ვიდეოში.

Defense Express-მა გააანალიზა დრონების სურათი და აღნიშნა, რომ ჯერ არ არსებობს მონაცემები მწარმოებლისა და ასეთი აპარატების წარმოების ტემპის შესახებ. სტატიის ავტორებმა ყურადღება გაამახვილეს Рубака-ს ორიგინალურ დიზაინზე - პროპელერი დამონტაჟებულია ცხვირზე და არა უკანა ფიუზელაჟში.

"ალბათ, ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო მცირე ზომის დრონების ძრავის თავისებურებით, რომელიც აშკარად გამოიყენება ასეთ კამიკაძე დრონებზე. გარდა ამისა, დრონს არ აქვს ოპტოელექტრონული სადგური, რაც შეიძლება ნიშნავდეს, რომ იგი შექმნილია სამიზნეებზე წინასწარ ცნობილი კოორდინატებით დარტყმისთვის და აქვს ინერციული მართვის სისტემა." - ვკითხულობთ სტატიაში.

მსგავსი სიახლეები