უკრაინამ 80 ტონაზე მეტი ამერიკული შეიარაღება მიიღო

 

უკრაინაში მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩაფრინდა, რომელმაც 80 ტონა შეიარაღება ჩაიტანა. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი ტვიტერის გვერდზე წერს.  

"მეორე ჩიტი კიევშია! 80 ტონაზე მეტი შეიარაღება უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად ჩვენი ამერიკელი მეგობრებისგან! და ეს ყველაფერი არ არის", - წერს მინისტრი.

ამერიკული სამხედრო დახმარების პირველი პაკეტი, 90.7 ტონა შეიარაღება, უკრაინამ 22 იანვარს მიიღო.

2014 წლიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით აშშ-მ უკრაინას 4.1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გადასცა.

 

მსგავსი სიახლეები