უკრაინამ დაასახელა გენერალი, ვინც ბახმუტის დაცვას ხელმძღვანელობს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბახმუტის დაცვას ბრიგადის გენერალი ანდრეი გნატოვი ხელმძღვანელობს.

ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Telegram-ზე წერს.

ანდრეი გნატოვს 2022 წლის 18 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლაოდიმერ ზელენსკიმ ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭა. 

2021 წლის სექტემბრამდე გნატოვი ნიკოლაევის 36-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური იყო.

მალიარის თქმით, ბახმუტს პირდაპირ იცავენ 93-ე ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი პაველ პალისა და ეროვნული გვარდიის მე-3 ბრიგადის ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ალექსანდრ პივნენკო.

გარდა ამისა, მალიარის თქმით, აღმოსავლეთის ფრონტის თავდაცვის მეთაური, რომლის პასუხისმგებლობის არეალიცაა ბახმუტი, არის გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ სირსკი.

ასევე, აღმოსავლეთ ფრონტის ნაწილს ხელმძღვანელობს ბრიგადის გენერალი ალექსანდრ ტარნავსკი.

"ამ კვირაში მთავრდება ბახმუტისთვის ბრძოლის გააქტიურებიდან მეორე თვე. არავის სჯეროდა, რომ მტრის ასეთი ინტენსიური თავდასხმების პირობებში შესაძლებელი იყო ქალაქის ერთ კვირაზე მეტხანს შენარჩუნება, მაქსიმუმ ორი. მაგრამ ჩვენი ათასობით ჯარისკაცის სიმამაცისა და გმირობის წყალობით, ასევე ჩვენი გენერლებისა და ოფიცრების გამოცდილი ხელმძღვანელობის წყალობით - ბახმუტის დაცვა გრძელდება და შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის ამოწურული." - წერს მიალარი.

მსგავსი სიახლეები