უკრაინამ გერმანიას ფრთოსანი რაკეტა Taurus ოფიციალურად სთხოვა
უკრაინამ გერმანიას ოფიციალური თხოვნით მიმართა ფრთოსანი რაკეტა Taurus გადასცეს.
ამის შესახებ Spiegel და Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung წერენ.
Spiegel-ის ცნობით, Taurus-ის მიწოდების მოთხოვნა გერმანიამ უკრაინისგან ბოლო დღეებში მიიღო.
Frankfurter Allgemeine Sonntagszeitung წერს, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და კანცლერმა ოლაფ შოლცმა მაისის დასაწყისში ბერლინში განიხილეს უკრაინისთვის გერმანული რაკეტების მიწოდება.
ფრთოსანი რაკეტა Taurus-ის გაშვება მოიერიშე თვითმფრინავიდან ხდება და 400 კილოგრამიანი ქობინის 500 კილომეტრზე გასრულა შეუძლია. რაკეტა ეფექტურ იარაღად ითვლება სარდლობის ბუნკერების ან საბრძოლო მასალის საწყობების წინააღმდეგ. რაკეტა Taurus ბრიტანული Storm Shadow-ს გერმანული ანალოგია.