უკრაინამ მედვედევზე ძებნა გამოაცხადა
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზაში რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის ბარათი გამოჩნდა. ამის შესახებ НВ იუწყება.
მედვედევზე ძებნა უკრაინის უშიშროების სამსახურმა გამოაცხადა, როგორც პირი, რომელიც წინასწარი გამოძიების ორგანოებს ემალება.
რუსეთის ექს-პრეზიდენტის გაუჩინარების თარიღად 2022 წლის 1 მარტია მითითებული.
უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლითაც მედვედევის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, არის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა, არაერთხელ, ან წინასწარი შეთანხმებით, ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მის მიერ და შერწყმულია ეროვნული ან რელიგიური სიძულვილის გაღვივებასთან.
ასეთი დანაშაულისთვის კანონით 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.