უკრაინაში ბრიტანეთის ელჩი კიევში რჩება
ბრიტანეთის ელჩმა უკრაინაში მელინდა სიმონსმა განაცხადა, რომ უკრაინაში რჩება და მუშაობას აგრძელებს. ამის შესახებ მან 12 თებერვალს ტვიტერზე დაწერა.
"ვრჩები კიევში და ვაგრძელებ აქ მუშაობას გუნდის ძირითად ნაწილთან ერთად. საელჩო აგრძელებს მუშაობას," - აცხადებს სიმონსი.
ბრიტანეთის ელჩმა მისი ქვეყნის მოქალაქეებს ასევე მოუწოდა, რომ უკრაინაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ.
"უკრაინაში მყოფმა ბრიტანეთის მოქალაქეებმა უკრაინა საკუთარი ხარჯებით უნდა დატოვონ," - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
უკრაინის დატოვებსიკენ საკუთარ მოქალაქეებს 10 ქვეყნის ხელისუფლებამ მოუწოდა: აშშ, იაპონია, ნიდერლანდები, ლატვია, ესტონეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, გაერთიანებული სამეფო, ისრაელი, დანია და კანადა.