უკრაინაში მოპარული მარცვლეულით დატვირთული სირიული გემი ლიბანში შევიდა

27 ივლისს უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ექსპორტირებული მარცვლეულით დატვირთული სირიული გემი ტრიპოლის პორტში შევიდა. ამის შესახებ უკრაინის ელჩმა იგორ ოსტაშმა ლიბანის პრეზიდენტ მიშელ აუნს 28 ივლისს გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

შეხვედრაზე ელჩმა ლიბანის პრეზიდენტთან უკრაინული ხორბლის ლიბანისთვის მიწოდების საკითხები განიხილა.

"ელჩმა პრეზიდენტის ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ 27 ივლისს ტრიპოლის საზღვაო პორტში შევიდა სირიული გემი, რომელიც დატვირთული იყო ფეოდოსიის პორტში ოკუპირებული ტერიტორიებიდან ექსპორტირებული ქერით. მან ზომების მიღება მოითხოვა გარემოებების გასარკვევად", - აცხადებენ საელჩოში.

ოსტაშმა აღნიშნა, რომ ამ ფაქტმა "შეიძლება ზიანი მიაყენოს ორმხრივ ურთიერთობებს".

ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის სამხედრო ქმედებების მიუხედავად, უკრაინა კვლავაც იქნება ლიბანის სანდო პარტნიორი და უზრუნველყოფს მის სასურსათო უსაფრთხოებას.

მსგავსი სიახლეები