უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროზონაში ინფლაცია რეკოდრულად შემცირდა

გასულ თვეში ევროზონის ინფლაციის მაჩვენებელი ეკონომისტების ვარაუდზე მეტად შემცირდა - დადებითი დინამიკის მიუხედავად ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, კრისტინ ლაგარდი საბაზისო განაკვეთების შემდგომ გაზრდაზე მიუთითებს. 

სამომხმარებლო ფასების ზრდის მაჩვენებემა ევროზონის 20 სახელმწიფოში 6% შეადგინა, აპრილში ინფლაციის ნიშნული 7%-ს უტოლდებოდა. 

ინფლაციის მაცვენებელი გასულ თვეებთან შედარებით მხოლოდ ნიდერლანდებში გაიზარდა - სამომხმარებლო ფასები შემცირდა ევროკავშირის უმსხვილეს 2 ეკონომიკაში საფრანგეთსა და გერმანიაში. 

ეკონომისტების ნაწილი ინფლაციის კლებას გერმანიაში სუბსიდირებული სატრანსპორტო წლიური აბონიმენტის დანერგვას უკავშირებენ, რომლის ღირებულებაც 49 ევროს შეადგენს. 

აპრილთან შედარებით შემცირდა ფასები ენერგიასა და სხვადასხვა სერვისებზე, ფასების ზრდის მაჩვენებელი შემცირდა სურსათსა, თუმცა საკვების ფასები კვლავაც მაღალი ტემპით იზრდება. 

კრისტინ ლაგარდის თქმით, ჯერჯერობით რთული სათქმელია რამდენად დაძლეულია საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი, ამიტომაც მოსალოდნელია, რომ ბანკი კვლავ გაზრდის საბაზისო განაკვეთებს. მისი თქმით, საჭიროა კრიზისიდან ეტაპობრივი გამოსვლა და არა მკვეთრი ნაბიჯები. 

გასული წლის ივლისიდან მოყოლებული ევროზონის ინფლაციის მოსათოკად ცენტრალურიმა ბანკმა საბაზისო განაკვეთები -0.5%-დან რეკორდულ 3.5% გაზარდა. 

 

 

მსგავსი სიახლეები