რუსეთის ეკონომიკური და ფინანსური ბლოკის მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად აფრთხილებენ ვლადიმირ პუტინს მოახლოებული ეკონომიკური კრიზისის შესახებ, რომელიც მათი აზრით შესაძლოა უკვე მიმდინარე წლის ზაფხულში გამოვლინდეს.
ამის შესახებ მაქსიმ რეშეტნიკოვმა სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა - დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ელვირა ნაბიულინა და ფინანსთა მინისტრი ანტონ სილუანოვი.
გეგმის მიხედვით, აშშ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს გააფორმებს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ჩინურ კომპანიებს საკუთარ ტერიტორიაზე ბაზირებას აუკრძალავენ - ასევე ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ჩინური პროდუქციის საკუთარი ტერიტორიიდან ექსპორტზე.
ექსპერტების შეფასებით ფასების არსებულ არეალში შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს დაკარგავს, რაც მოქმედი გაცვლითი კურსით დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს უტოლდება.
ბოლო პერიოდში სულ უფრო მწვავე პრობლემას ქმნის სამუშაო ძალის დეფიციტი და მაღალი საბაზისო განაკვეთები, რომელთა შემოღებაც მაღალი ინფლაციის მოსათოკად იყო საჭირო.