სექტემბერში ევროზონის ინფლაცია 2-წლიან მინიმუმამდე შემცირდა
სექტემბერში ინფლაციის დონე ევროზონაში თითქმის 2-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.
მიმდინარე თვეში ევროს ბლოკის ქვეყნებში ინფლაციის დონე 4.3%-მდე შემცირდა, აგვისტოში იგივე მაჩვენებელი 5.2%-ს შეადგენდა. ამაზე უფრო დაბალი ინფლაციის მაჩვენებელი ევროზონაში 2021 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა.
მოსალოდნელზე უფრო მეტად შემცირდა ე.წ. საბაზისო ინფლაცია, რომელიც არ ითვასლიწინებს სურსათისა და ენერგიის ფასებს. ინფლაციის კლებამ ინვესტორებს იმედი მისცა, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი აღარ გაზრდის საბაზისო განაკვეთებს, თუმცა ამავდროულად მათი შემცირება 2024 წლის მიწურულამდე არ არის მოსალოდნელი.
ინფლაციის პიკური მაჩვენებელი ევროზონაში გასულ წელს დაფიქსირდა და ჯამურად 10.6% შეადგინა. ფასების ზრდა შემცირდა ევროზონის 20-დან 15 ქვეყანაში - ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 8.9% ბლოკში სლოვაკეთში გამოვლინდა, სადაც მიმდინარე კვირას საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.