ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შენელების შესახებ ცნობების შემდეგ ნავთობი გაიაფდა

მას შემდეგ, რაც ჩინეთში ივლისის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლები გამოქვეყნდა ნავთობის საერთაშორისო ფასები თითქმის 5 დოლარით შემცირდა და მიმდინარე წლის იანვრის მაჩვენებლებს დაუბრუნდა. 

ასე მაგალითად საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული BRENT-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 93 დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 5%-იან კლებას წარმოადგენს. 

4.5 დოლარით, 87 დოლარამდე შემცირდა ამერიკული წარმოების WTI-ის [Western Texas intermediate] ფასი. 

ბაზრის ამგვარი რეაქციის მიზეზი ჩინეთის ეკონომიკური პრობლემებია, რომელიც მსოფლიოში ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია - შემცირებული ეკონომიკური აქტივობის ფონზე ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა მკვეთრად შეამცირა საპროცენტო განაკვეთები. ასეთი გადაწყვეტილების მიზანი მოთხოვნის სტიმულირებაა. 

ივლისში ჩინეთის მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად ჩამორჩებოდა პროგნოზირებულ ნიშნულს, ასე მაგალითად საცალო გაყიდვების მოცულობა წლიურ გამოსახვაში ნავარაუდევი 5%-ის ნაცვლად მხოლოდ 2.7%-ით გაიზარდა, ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებელი კი 3.9%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც მოლოდინი 4.6%-ს შეადგენდა. 

მსგავსი სიახლეები