ჩინეთი ვაჭრობის სამინისტრო: მზად ვართ უკრაინიდან იმპორტი გავზარდოთ
ჩინეთი მზად არის უკრაინიდან ხარისხიანი პროდუქციის იმპორტის გასაზრდელად.
ამის შესახებ სახალხო რესპუბლიკის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
მინისტრის მოადგილის, ლინგ ცის ცნობით, ჩინეთი ასევე შეეცდება უკრაინის ვაჭრობის ლიბერალიზაციის საკითხზე ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის შესწავლას.
გასულ წელს ჩინეთში იმპორტირებული უკრაინული პროდუქციის ჯამური ღირებულება 4.3 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. ცხადია, გაცილებით უფრო დიდი როლი აქვს ჩინურ იმპორტს უკრაინულ ეკონომიკაში - გასულ წლის მონაცემებით, მთელი იმპორტის 14% სწორედ ჩინეთიდან განხორციელდა. კიდევ უფრო მაღალია ჩინეთის წილი უკრაინის ექსპორტში და 15%-ს აღემატება.
უკრაინაში იმპორტირებული ჩინური პროდუქციის უდიდესი წილი საწარმო დანადგარებზე, მანქანათმშენებლობის მოწყობილობებზე და ქიმიურ პროდუქციაზე მოდის.
უკრაინა ჩინეთში კი ძირითადად სოფლის მეურნეობის პროდუქციასა და სხვადასხვა მეტალებზე მოდის.
საყურადღებოა, რომ სწორედ ჩინეთი იყო უკრაინული მარცვლეულის შეთანხმების მთავარი ბენეფიციარი, საიდანაც რუსეთი 17 ივლისს გავიდა.