FT: ნავთობის კლებადი ფასი პუტინის ომის ყულაბას სერიოზულ საფრთხეს უქმნის

დონალდ ტრამპის მიერ ინიცირებული სავაჭრო ომის შედეგად ნავთობზე ფასის კლება სერიოზულ საფრთხეს უქმნის ვლადიმირ პუტინის "საომარ ყულაბას" და ეკონომიკურ ზრდას. გასულ კვირას რუსული საექსპორტო სორტის ნავთობის (URALS) ფასი 50 დოლარს ჩამოცდა. 

State Of Play: ამის შესახებ Financial Times ნავთობის ფასების კლების დინამიკასა და საინვესტიციო ბანკების პროგნოზებზე დაყრდნობით ავრცელებს. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ კი ნავთობის ფასების არსებულ დონეზე შენარჩუნდება წლის განმავლობაში რუსეთის ბიუჯეტს შემოსავლების ნაწილს 3% დააკლდება. 

  • ამ დროისთვის რუსეთის ძირითადი საექსპორტო სორტის ფასების გასული 2 წლის მინიმუმზეა (50 დოლარამდე). რუსეთის საბიუჯეტო წესში, რომელიც ნავთობისგან მისაღები საგადასახადო შემოსავლების განსასაზღვრად არსებობს პროგნოზირებული საშუალო წლიური ფასი 69 დოლარს შეადგენს. 

  • ნავთობზე ფასების კლება დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების ამოქმედებაზე 90-დღიანი პაუზის გამოცხადების შემდეგაც გაგრძელდა. 

  • ამას ხელი შეუწყო ნავთობის მომპოვებელი ქვეყნების კარტელის (OPEC+) მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ მოპოვების საგრძნობლად გაზრდის შესახებ. 

Big Picture: ექსპერტების შეფასებით ფასების არსებულ არეალში შენარჩუნების შემთხვევაში რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 1 ტრილიონ რუბლს დაკარგავს, რაც მოქმედი გაცვლითი კურსით დაახლოებით 13 მილიარდ დოლარს უტოლდება. 

  • ამასთანავე ეს დაახლოებით 0.5%-ით შეამცირებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდა 1.5-2%-მდე შემცირდება. 
  • ასეთ ვითარებაში რუსეთს მოუწევს საშემოსავლო დანაკლისი ეროვნული კეთილდღეობის ფონდიდან დაფაროს, რომლის მოცულობაც 2020 წელთან შედარებით დაახლოებით 70%-ით არის შემცირებული. 

  • ეკონომისტების შეფასებით ტრენდის გაგრძელების შემთხვევაში კრემლს მოუწევს არასამაორი ხარჯების, სოციალური პროგრამების ხარჯების არსებითად შემცირება. 

Context: რუსეთის საბიუჯეტო შემოსავლების 2/3 სწორედ ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის. დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების შედეგად ნავთობის ფასის კლების საფრთხეებზე ისაუბრა გასულ კვირას რუსეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, ელვირა ნაბიულინამ. 

  • "ჩვენს ეკონოკაზე გავლენის მთავარი არხი ნავთობის ფასის ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული. იმიტომ, რომ თუ განვითარებული სატარიფო ომები მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენ ვხედავთ ესკალაციას, გამოიწვევს გლობალური ვაჭრობის შემცირებას, გლობალური ეკონომიკისა და ნავთობზე მოთხვონის, მათ შორის, ჩვენს ენერგომატარებლებზეც. ამიტომ აქ რისკები არსებობს"- განაცხადა ნაბიულინამ.

  • ნავთობზე ფასის კლების პარალელურად შესამჩვენად გაუფასურდა რუბლის გაცვლი კურსიც

     
  • გასული მარტში მედიამ მოიპოვა რუსეთის ცენტრალური ბანკის მიერ მთავრობისთვის შედგენილი დახურული ანგარიში, რომელშიც საუბარია 1980-იანი წლების მეორე ნახევარში განვითარებული, ნავთობის განგრძობითი გაიფების განმეორების რისკზე.

მსგავსი სიახლეები