უკრაინაში თანამდებობიდან გადააყენეს ყველა რაიონული სამხედრო კომისარი

უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ყველა რაიონული სამხედრო კომისარის თანამდებობიდან გადაყენება გადაწყვიტა. 

ამის შესახებ ვოლოდიმი ზელენსკიმ უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა. 

"ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც იციან რა არის ომი და რატომ არის ცინიზმი და მექრთამეობა ომის დროს სამშობლოს ღალატი",- განაცხადა ზელენსკიმ. 

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კომისარიატებს ამიერიდან უხელმძღვანელებენ ფრონტზე ნამყოფი სამხედროები. 

"ეს გადაწყვეტილება მთავარსარდალმა ზალუჟნიმ უნდა აღასრულოს. დაკომპლექტების-ტერიტორიული ცენტრების ხელმძღვანელების დანიშვნამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ჩაატარებს შემოწმებას",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. 

კონტექსტი

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კორუფციულ სკანდალები, რამდენიმე რაიონულ კომისარიატში - სამხედრო კომისრების ნაწილი დაკავებულია ქრთამის აღების სანაცვლოდ. 

ასევე იყო ძალაუფლების გადამეტების შემთხვევებიც - სამხედრო კომისრების მხრიდან ქვეშერმდომებზე და გაწვეულ რეზერვისტებზე ძალადობის შემთხვევები. 

მსგავსი სიახლეები