უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის ახალი ბრალი წაუყენეს

უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის 5.8 მილიარდი უკრაინული ჰრივნის მითვისების საქმეზე სამი მუხლით წაუყენეს ბრალი.

"უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა, ეკონომიკური უსაფრთხოების ბიურომ და გენერალურმა პროკურატურამ გამოავლინეს დიდი ფინანსური და ინდუსტრიული ჯგუფის მფლობელის, იგორ კოლომოისკის დანაშაულებრივი ქმედების ახალი ფაქტები." - წერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ოფიციალურ განცხადებაში.

გამომძიებლების თქმით, 2013-დან 2014 წლამდე კოლომოისკიმ უკანონოდ მიითვისა 5.8 მილიარდი ჰრივნა. ამისათვის მან შექმნა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ბანკის თანამშრომლებისგან, რომლის დამფუძნებელი და აქციონერი ის იყო.

ამ პერიოდში, ამ ჯგუფის წევრებმა კოლომოისკის ნება მისცეს, განეხორციელებია სისტემატური ფიქტიური "ნაღდი შენატანები ბანკის სალაროში," მაგრამ რეალურად ბანკს არანაირი შენატანი არ მიუღია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მთლიანობაში ამ "სქემამ" ბრალდებულს საშუალება მისცა 5.8 მილიარდი ჰრივნა მიეღო, რაც იმ დროს 700 მილიონ დოლარზე მეტის ექვივალენტი იყო.

შემდეგ ეს ყალბი "შეწირულობა" კოლომოისკის პირად ანგარიშზე ჩაირიცხა, რა თანხასაც ბიზნესმენი თავის ბიზნეს საქმიანობაში იყენებდა.

კოლომოისკიმ ეს თანხები სესხად გასცა, გამოიყენა მისი კონტროლის ქვეშ მყოფი საწარმოებიდან სესხების გადასახდელად, წაიღო საზღვარგარეთ, გაანაღდა და ბანკის ფილიალებიდან გამოიტანა.

"ამჟამად მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება. ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები უკანონო ქმედების ყველა გარემოების დასადგენად და დამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად." - აღნიშნა СБУ-მ.

მსგავსი სიახლეები