უკრაინელები ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში რუსი ტურისტების შემოსვლას - კვლევა

უკრაინის მაცხოვრებლებს ყველაზე ცუდი დამოკიდებულება რუსეთში მცხოვრები რუსებისა და ბელორუსში მცხოვრები ბელორუსების მიმართ აქვთ. ა

მას 20 ოქტომბერს გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები მოწმობს, რომელიც სექტემბერში კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა ჩაატარა.

კვლევამ შეისწავლა უკრაინის ზრდასრული მოსახლეობის სოციალური დისტანცია ზოგიერთ ეთნიკურ ჯგუფთან.

რესპონდენტები უახლოეს ეთნოსებად უკრაინულენოვან უკრაინელებს (კოეფიციენტი 2.22), რუსულენოვან უკრაინელებს (2.74) და პოლონელებს (2.95) განიხილავენ.

კვლევის თანახმად, ყველაზე დიდი სოციალური დისტანცია დაფიქსირდა ბოშებთან (5.08), ბელორუსებთან (5.34) და რუსეთში მცხოვრებ რუსებთან (6.39).

"შარშანდელ მონაცემებს თუ შევადარებთ, პოლონელების მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუმჯობესდა და რუსებისა და ბელორუსების მიმართ ძალიან გაუარესდა.

ზოგადად, ქსენოფობიის დონე ოდნავ გაიზარდა 3.83-დან 3.99-მდე, რასაც რუსებისა და ბელორუსების მიმართ დამოკიდებულების გაუარესება იწვევს". - აღნიშნა კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა.

გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების "აბსოლუტური უმრავლესობა (80%) რუსების თუნდაც როგორც ტურისტებად მიღების წინააღმდეგია".

სოციოლოგიურ კვლევაში 18 წლის და უფროსი ასაკის უკრაინის 2000 მოქალაქე მონაწილეობდა, რომლებიც კვლევის დროს უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. კვლევის სტატისტიკური ცდომილება 1.1%-ს არ აღემატება.

მსგავსი სიახლეები