უკრაინელებმა დონეცკის ოლქში გათავისუფლებული მაკაროვკის კადრები გამოაქვენეს

უკრაინის კონტრიერიშის ფარგლებში, კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორია გათავისუფლდა. 

კონტრადმირალ მიხაილ ოსტროგრადსკის სახელობის 35-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეომრებმა, დონეცკის ოლქში განთავისუფლებული დასახლება მაკაროვკის კადრები გამოაქვენეს.

"დონეცკის ოლქის სოფელი მაკაროვკა გათავისუფლებულია. ოდესელი საზღვაო ქვეითები აგრძელებენ დამპყრობლების განდევნას უკრაინის მიწიდან. სოფელ მაკაროვკის გათავისუფლების წინა ხაზზე, ამჯერად ეს სამხედროები იყვნენ." - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგე ძალის სამხედრო პერსონალის ნაწილი განადგურდა, ხოლო ზოგი ტყვედ აიყვანეს ან გაიქცა. 

ამ დროისთვის, სოფელში სხვადასხვა სამუშაო მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები