უკრაინელებმა დონეცკთან გაათავისუფლეს ტერიტორია, რომელიც 2014 წლიდან ოკუპირებული იყო
უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქის კრასნოხორივკას მახლობლად გაათავისუფლეს ტერიტორიები, რომლებიც 2014 წლიდან იყო ოკუპირებული. ამ ინფორმაციას ტავრიის მიმართულების თავდაცვის ძალების ერთობლივი პრეს-ცენტრის წარმომადგენელი ვალერი შერშენი ავრცელებს.
"ამ ამბებმა ერთი კვირით დააგვიანა. აქ გარკვეული ტაქტიკური მოსაზრებები ნათელია. მართლაც, კარგად მომზადებული თავდასხმის შედეგად რამდენიმე პოზიცია დავიკავეთ კრასნოხორივკასთან. იყო მოქმედებების იმიტაცია, არტილერიისა და მძიმე ტექნიკის მხარდაჭერა. გარკვეულ ადგილებში გავასუფთავეთ ნაღმები," - განაცხადა მან.
სპიკერის თქმით, უკრაინის შეტევითი ქვედანაყოფები მოულოდნელად წავიდნენ წინ. ეს, როგორც შერშენმა აღნიშნა, ადგილობრივი წარმატების ნათელი მაგალითია. შერშენს არ უსაუბრია გათავისუფლებული ტერიტორიის ფართობზე.
"კვირის განმავლობაში მტერი ყველა ზომას იღებდა, რომ ამ პოზიციებიდან უკან დაგვეხია, ყოველ დღე ძლიერი სროლები და თავდასხმებია, მაგრამ ამაოდ. ჩვენთვის ეს არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობისაა, არამედ ტაქტიკური სიტუაციის გარკვეული გაუმჯობესება. ასეთი ამბები მტრის დემორალიზებას იწვევს, ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას," - თქვა მან.
ამ ტერიტორიების განთავისუფლება ბრიგადის გენერალმა ალექსანდრ ტარნავსკიმაც გამოაცხადა, რომელიც ტავრიის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფების მეთაურია.