უკრაინელებმა რუსების 55 კამიკაძე დრონი და 35 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს
პარასკევს ღამით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ რუსების 151 საჰაერო სამიზნიდან 92 გაანადგურა: 55 კამიკაძე დრონი, 35 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 და 2 მართვადი რაკეტა X-59.
ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლა ოლეშჩუკი Telegram-ზე წერს.
"2024 წლის 22 მარტის ღამეს მტერმა კომბინირებული სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელა უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
საერთო ჯამში, მტერმა გამოიყენა სხვადასვა ტიპის 151 იარაღი:
- 63 დარტყმა Shahed-136/131-ის კამიკაძე დრონებით;
- 12 ბალისტიკური რაკეტა Iskander M;
- 40 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555;
- 5 ფრთოსანი რაკეტა X-22;
- - 7 აერობალისტიკური რაკეტა X-47M2;
- - 2 მართვადი რაკეტა X-59;
სარაკეტო და საჰაერო დარტყმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების და სახმელეთო ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფები, მობილური საზენიტო ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების ელექტრონული საბრძოლო აღჭურვილობა.
საზენიტო ბრძოლის შედეგად განადგურდა 92 საჰაერო სამიზნე:
- Shahed-136/131-ის ტიპის 55 შემტევი უპილოტო საფრენი აპარატი;
- 35 ფრთოსანი რაკეტა X-101/X-555 ;
- 2 მართვადი რაკეტა X-59." - წერს ოლეშჩუკი.