უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის პოლონეთი ევროკავშირს €1 მილიარდს სთხოვს

ვარშავამ ევროკომისიას პოლონეთის გავლით უკრაინული მარცვლეულისა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის გასაზრდელად შეფასებები მიაწოდა. პოლონური საინფორმაციო სააგენტო PAP-ის ცნობით, პოლონეთი 1 მილიარდ ევროს ინვესტიციას ითხოვს.

€500 მილიონი საჭიროა სატვირთო მანქანების სასაზღვრო ტერმინალების გაფართოებისთვის დოროგუსკ-იაგოძინის, გრებენ-რავა რუსკას, კორჩოვა-კრაკოვეცის საგუშაგოებზე, აგრეთვე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე.

თანხის მეორე ნახევარი უნდა მოხმარდეს პოლონეთსა და უკრაინას შორის სარკინიგზო სასაზღვრო გადასასვლელების მოდერნიზაციას, სატვირთო მანქანების ტერმინალების მშენებლობას და საზღვარზე სატვირთო მოძრაობის მართვის ინფრასტრუქტურის შექმნას.

ეს ინფორმაცია PAP-თან ინტერვიუში პოლონეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ევროკავშირში, ანდჟეი სადოსმა დაადასტურა.

"წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენ გვინდა გავზარდოთ უკრაინული მარცვლეულის ტრანზიტი მესამე ქვეყნებში, განსაკუთრებით აფრიკაში. თუმცა ამას ინვესტიციები სჭირდება და ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს კონკრეტულ თხოვნას ევროკომისიის მიმართ ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის გაზრდის შესახებ." – ციტირებს სააგენტო მის სიტყვებს.

მსგავსი სიახლეები