უკრაინის აღსადგენად ევროკავშირმა შესაძლოა 500 მილიარდი ევრო გამოყოს - Bloomberg
4 ივლისს, შვეიცარიაში გაიმართება კონფერენეცია, რომლის მთავარი თემაც უკრაინის აღდგენა იქნება. უკრაინის აღდგენისთვის ევროკავშირმა შესაძლოა 500 მილიონი ევრო გამოყოს.
ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Bloomberg ავრცელებს.
არსებული ცნობებით საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას 40-ზე მეტი ქვეყანა და 20-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, ღონისძიების ერთ-ერთი მოდერატორი მსოფლიო ბანკი იქნება.
კონფერენციას დაესწრება ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ხოლო პრეზიდენტი ზელენსკი მონაწილეებს ვიდეო კავშირით ჩაერთვება.
უკრაინა კონფერენციის მონაწილეებს წარუდგენს ქვეყნის აღდგენის, რეფორმებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმას, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს.
ამ გეგმაზე ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით შექმნილი უკრაინის აღდგენის ეროვნული საბჭო მუშაობს, რომელსაც პრემიერი დენის შმიჰალი და ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი ხელმძღვანელობენ.
Bloomberg-ის ცნობით, უკრაინისთვის აღდგენისთვის საჭირო თანხებს დიდ ნაწილს ევროკავშირი გამოყოფს, საუბარია დაახლოებით 500 მილიონ ევროზე.
საუბარია ფინანსირების სხვადასხვა მექანიზმებზე, მათ შორის გრანტებსა და კრედიტებზე, თუმცა ევროპელი ჩინოვნიკები საომარი მოქმედებების დასრულებამდე დეტალებზე საუბარს თავს არიდებენ.