უკრაინის დაზვერვა გირკინის დატყვევებისთვის 100 000 დოლარს გადაიხდის

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГУР) ე.წ. "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" ბოევიკების ყოფილი ლიდერის, ტერორისტი იგორ გირკინის (სტრელკოვი) დატყვევებისთვის და უკრაინული მხარისთვის გადაცემისთვის 100 000 დოლარს გადაიხდის. ამის შესახებ ГУР 16 ოქტომბერს Telegram-ზე აცხადებს.

"ცნობილია, რომ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა რუსმა ტერორისტმა გადაწყვიტა განაახლოს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომში მონაწილეობა", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი სადაზვერვო სამმართველო აღნიშნავს, რომ გირკინის წინააღმდეგ უკრაინაში ტერორისტული ქმედებების, წამების, მკვლელობებისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დარღვევისთვის არაერთი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მას შემდეგ, რაც რუსმა პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ გირკინი უკრაინაში რუსეთის აგრესიაში მონაწილეობს, 15 ოქტომბერს უკრაინულ სოციალურ ქსელებში გაჩნდა პოსტები, სადაც მისი დატყვევებისთვის ჯილდოს აწესებენ. 

მსგავსი სიახლეები