უკრაინა: ლუჰანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა მტერს გაქცევა აიძულეს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუჰანსკის ოლქის სოფელ ბელოოვსკოეს მიდამოში გაარღვიეს რუსი დამპყრობლების პოზიციები და მათ უკანდახევა აიძულეს. ამის შესახებ 25 თებერვალს, გაერთიანებული ძალების ოპერაციის (ООС) შტაბის პრესცენტრმა განაცხადა.
"დღეს შუადღისას ბელოოვსკოეს რაიონში უკრაინელი ჯარისკაცები შეებრძოლნენ რუს დამპყრობლებს. ჩვენმა ნაწილებმა გაარღვიეს ოკუპანტების პოზიციები და კონტრშეტევა დაიწყეს", - ნათქვამია განცხადებაში.
შტაბის ცნობით, "მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსული ქვედანაყოფები ბრძოლის ველიდან რუსეთის ფედერაციის საზღვრის მიმართულებით გარბიან."