უკრაინის მიერ ორგანიზებულ საზღვაო კორიდორში პირველმა გემმა გაიარა

პირველმა სამოქალაქო გემმა ისარგებლა უკრაინის მიერ შავ ზღვაში ორგანიზებული დროებითი ჰუმანიტარული კორიდორით. 

ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი წერს. 

"კონტეინერმზიდი JOSEPH SCHULTE გამოვიდა ოდესის პორტიდან და მიემართება სამოქალაქო გემებისთვის ორგანიზებული კორიდორით",- წერს ალექსანდრ კუბრაკოვი. 

მინისტრის ცნობით, გემზე 30 ათასი ტონა ტვირთია, მათ შორის სურსათი. კონტეინერმიზიდი 2022 წლის 23 თებერვლიდან მოყოლებული ოდესის პორტში იდგა. 

კონტექსტი 

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა დროებითი ჰუმანიტარული კორიდორის შექმნის შესახებ გასულ კვირას გამოაცხადეს. 

სამხედროები ამბობენ, რომ კორიდორი პირველ რიგში განკუთვნილია გემებისთვის, რომლებიც უკრაინის პორტებში არიან გაჭედილები რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. 

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მარცვლეულის შეთანხმება დატოვა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა უკრაინისკენ მიმავალი გემების ღია მუქარა გაავრცელეს. 

13 აგვისტოს რუსეთის ფლოტის გემმა გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა გემს, "Sukra Okan", რის შემდეგაც გემზე რუსი მედესანტეები გადასხეს. შემოწმების შემდეგ, გემმა გააგრძელა გზა უკრაინული პორტისკენ. 

მსგავსი სიახლეები