უკრაინის მთავრობა აცრის შემთხვევაში მოქალაქეებს 1000 ჰრივნას გადაუხდის

 

უკრაინის მთავრობა კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების შემთხვევაში მოქალაქეებს 1000 ჰრივნას (37$) გადაუხდის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 15 ნოემბერს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობა განსაკუთრებით დაუჭერს მხარს იმ სფეროებს, რომლებიც შეზღუდვებით დაზარალდნენ - ეს არის კრეატიული ინდუსტრია, სპორტი და სატრანსპორტო სექტორი.

"პროგრამა ასე იმუშავებს: ვინც ორი დოზით აიცრება, მიიღებს 1000 ჰრივნას. ამ თანხით შესაძლებელი იქნება ფიტნეს-კლუბში ვარჯიში, კინოში, თეატრში, მუზეუმებსა და საკონცერტო დარბაზებში წასვლა, ან ქვეყნის შიგნით მოგზაურობისთვის ავიაბილეთების და მატარებლის ბილეთების შეძენა", - თქვა პრეზიდენტმა.

პროგრამა 19 დეკემბრიდან დაიწყება.

"წლის ბოლომდე პროგრამა 3 მილიარდი ჰრივნით დაფინანსდება", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის მოსახლეობის მხოლოდ 19.8% არის სრულად აცრილი.

მსგავსი სიახლეები