უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული კიდევ შვიდი გემი გავიდა

უკრაინის პორტებიდან კიდევ შვიდი გემი გავიდა, რომლებსაც 151.5 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადააქვთ აზიისა და ევროპის ქვეყნებში. ამის შესახებ ფეისბუქზე უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

სამინისტროში აღნიშნავენ, რომ უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლის შემდეგ უკვე ექსპორტირებულია 2.9 მილიონი ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქცია.

უკრაინის პორტებიდან სულ სოფლის მეურნეობის პროდუქტებით დატვირთული 129 გემი გავიდა, რომლებიც გაიგზავნა აზიის, ევროპისა და აფრიკის ქვეყნებში. 

მსგავსი სიახლეები