უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი შევავსეთ
უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ კითხვარი შეავსო. ამის შესახებ 17 აპრილს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იგორ ჟოვკვამ განაცხადა.
"შემიძლია განვაცხადო, რომ დოკუმენტი შევსებულია უკრაინული მხარის მიერ. ჩვენ ველით, რომ რეკომენდაცია [ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ] დადებითი იქნება და შემდეგ ბურთი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარეს იქნება," - თქვა მან.
ჟოვკვამ აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც უკრაინას შეუძლია ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.
"შემდეგ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. და როდესაც ჩვენ ასეთ მოლაპარაკებებს დავიწყებთ, უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ უკრაინის სრულუფლებიან წევრობაზე ევროკავშირში", - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ.
ის თვლის, რომ უკრაინას არ შუეძლია ევროკავშირში გაწევრიანებაზე 10-20 წლიანი მოლაპარაკებები ჰქონდეს.