უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რუსეთის შეტევის შედეგად 40-ზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა
სამხედრო ობიექტებზე და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად დაიღუპა უკრაინის შეიარაღებული ძალების 40-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა ბრიფინგზე განაცხადა.
ასევე უკრაინის ხელისუფლებას აქვს მონაცემები 10 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ. მანამდე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ ოდესისა და სუმის რეგიონებში, მარიუპოლში დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
არესტოვიჩის თქმით, დონბასში, ჩერნიგოვსა და ხარკოვში უმძიმესი ბრძოლები გრძელდება. მრჩეველის თქმით, ამ ტერიტორიებზე რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე 10 კილომეტრზე უფრო ღრმად არ შეჭრილან.