უკრაინის რადას ორი ფრაქცია დახურული სხდომის მოწვევას ითხოვს
უკრაინის რადას ფრაქციები "ევროპული სოლიდარობა" და "ხმა" რუსული აგრესიის შესაძლო დაწყებასთან დაკავშირებით რიგგარეშე სხდომის მოწვევას დაჟინებით მოითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას 12 თებერვალს, პარტია "ევროპული სოლიდარობა" ავრცელებს.
პარტიაში აცხადებენ, რომ დღეს ორი ფრაქციის ლიდერი უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკს შეხვდა.
როგორც ფრაქცია "ევროპული სოლიდარობის" ლიდერმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, დეპუტატებმა სპიკერს რიგგარეშე სხდომის დასანიშნად ყველა საჭირო პროცედურის გავლა თხოვეს.
"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ დღეს, როდესაც მიმდინარეობს საელჩოების ევაკუაცია, როდესაც უცხო სახელმწიფოები მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს დაუყონებლივ დატოვონ უკრაინა, როდესაც მედიაში ვრცელდება რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის გეგმები, უმოქმედობა დანაშაულია," - განაცხადა პოროშენკომ.
"შეხვედრა უნდა დაიხუროს და შევიმუშავოთ საკომუნიკაციო სტრატეგია, რათა საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია ხალხის დასაცავად ხელისუფლების შემდგომი ქმედებების შესახებ," - აღნიშნა უკრაინის მეხუთე პრეზიდენტმა.
პოროშენკო მიიჩნევს, რომ უკრაინამ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა უნდა მოითხოვოს.