უკრაინის საგარეო მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდება

 

10 ნოემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ვაშინგტონში აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდება.

შეხვედრა აშშ-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის ფარგლებში იმართება.

„შეხვედრა კარგი შესაძლებლობას იძლევა, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა - მათ შორის რუსეთიდან მიმდინარე აგრესიის ფონზე“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ბლინკენის თქმით, „დღეს უკრაინას ორი მთავარი გამოწვევა აქვს: საგარეო აგრესია, რომელიც რუსეთიდან მოდის; და საშინაო - რომლის სათავეც კორუფცია, ოლიგარქები და ყველა ის პირია, ვინც საკუთარ ინტერესს უკრაინელ ხალხზე წინ აყენებს“.

2014 წლის „ღირსების რევოლუციის“ შემდეგ აშშ უკრაინის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ იქცა და აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანას დიპლომატიურ და სამხედრო დახმარებას უწევს.

ამასთან, ვაშინგტონი უკრაინაში შიდა პოლიტიკურ ვითარებას კიევს ანტიკორუფციული რეფორმების დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები