უკრაინის სასაზღვრო სამსახური: დაიღუპა 3 მესაზღვრე, 7 სამხედრო და 2 მშვიდობიანი მოქალაქე
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური აცხადებს, რომ დღეს დილით რუსული თავდასხმის შედეგად, სამი მესაზღვრე, შვიდი სამხედრო მოსამსახურე და სულ მცირე ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაცია სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება.
"დაღუპულია სამი მესაზღვრე, არიან დაჭრილები. ამის მიუხედავად, მესაზღვრეები ოკუპანტთან ბრძოლას აგრძელებნ." - ნათქვამია სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებაში, რომელიც დილის გამოქვეყნდა.
ცნობილია, რომ ხერსონის რაიონის დასახლებების, კოპანისა და ივანოვოს მიდამოებში ბრძოლებია. სკადოვსკის რაიონში უკრაინული სასაზღვრო პუნქი შვეულმფრენებით დაიბომბა.