უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ბანკების ვებგვერდებზე კიბერშეტევა მოხდა

სამშაბათს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, შეიარაღებული ძალებისა და ორი სახელმწიფო ბანკის ვებგვერდებზე კიბერშეტევა მოხდა.

"არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ეს აგრესორის ბინძური ხრიკებია", - ნათქვამია უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების ცენტრის განცხადებაში.

რამდენიმე საათის განმავლობაში უკრაინული ბანკების - Privat-ისა და Oschadbank-ის ონლაინ-სერვისები მიუწვდომელი იყო.

უკრაინის სამთავრობო ვებგვერდებზე კიბერშეტევა იანვარშიც მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანამ ნატოსთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმება გააფორმა.

სამშაბათს მომხდარი თავდასხმა რუსეთის მიერ უკრაინასთან მობილიზებული ჯარების უკანდახევას დაემთხვა. თუმცა, დასავლელი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჯარების გაყვანის მიუხედავად, ომის ალბათობა კვლავ მაღალია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები