უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემის სანაცვლოდ, აშშ პოლონეთს "რკინის გუმბათს" შესთავაზებს
შეერთებული შტატები სამმხრივი გაცვლის შესაძლებლობას განიხილავს, რომლითაც პოლონეთი საჰაერო თავდაცვის სისტემა "რკინის გუმბათს" მიიღებს, პოლონეთის მიერ უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემის სანაცვლოდ.
ამ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, დემოკრატმა სენატორმა კრის ვან ჰოლენმა მთავრობას უკრაინის დასახმარებლად "გამოსავალი" შესთავაზა, რომელიც სამმხრივ გაცვლას მოიცავს.
კერძოდ, პოლონეთს, როგორც ნატოს წევრს, შეუძლია მიიღოს ამერიკული "რკინის გუმბათის" სისტემები და უკრაინას მიაწოდოს Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაწილი.
Politico აღნიშნავს, რომ საკითხის ამგვარად განხილვის აუცილებლობა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ისრაელმა ვაშინგტონისა და კიევის მოთხოვნა უკრაინისთვის "რკინის გუმბათის" გადაცემის შესახებ.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინაში დამატებითი სამხედრო დახმარების გასაგზავნად, სახელმწიფო დეპარტამენტის საგრანტო პროგრამის გამოყენებას განიხილავს.