უკრაინულმა საზღვაო დრონმა რუსული სარაკეტო ხომალდი Самум დააზიანა - УП

14 სექტემბერს, უკრაინის საზღვაო დრონმა რუსული სარაკეტო ხომალდი Самум დააზიანა. ამ ინფორმაციას Українська правда უკრაინის უსაფრთხოების სამსახურიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, СБУ-ს საზღვაო დრონი Sea Baby სევასტოპოლის ყურის შესასვლელთან სარაკეტო ხომალდ Самум-ს დაეჯახა.

Sea Baby გემს უკანა მარჯვენა მხარეს დაეჯახა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა და გემმა სიჩქარე დაკარგა.

წყაროები ამტკიცებენ, რომ რუსებს გემის სარემონტოდ ბუქსირება მოუხდათ.

ამ თავდასხმისთვის СБУ-მ საზღვაო დრონის ექსპერიმენტული მოდელი გამოიყენა, რომელსაც შტორმისას მოქმედება შეუძლია და გამოცემის ცნობით, ამ სპეცოპერაციის დროს ტალღის სიმაღლემ 1.5 - 2 მ-ს მიაღწია.

კონტექსტი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ საზღვაო დრონით სარაკეტო ხომალდ Самум-ზე თავდასხმა სცადა. რუსებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა "წარუმატებელი" იყო.

СБУ-ს ხელმძღვანელმა ვასილი მალიუკმა აგვისტოში თქვა, რომ უკრაინამ საზღვაო დრონების წარმოება გასაიდუმლოებულ მიწისქვეშა საწარმოში დაიწყო. სწორედ ამ დრონებთ დაესხა უკრაინა თავს ყირიმის ხიდს და სევასტოპოლში რუსულ გემებს.

მსგავსი სიახლეები