უკრანაში C-400-ის გაგზავნის სანაცვლოდ აშშ თურქეთისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს
აშშ თურქეთის მიერ უკრაინისთვის მის საკუთრებაში არსებული C-400-ის სისტემების უკრაინისთვის გადაცემის სანაცვლოდ თურქეთისთვის დაწესებული სანქციების მოხსნას განიხილავს.
ამის შესახებ პენტაგონის ანონიმურმა წარმომადგენელმა განაცხადა. "ჩვენ ანკარასთან მუდმივ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რაც თურქეთის მხრიდან რუსული წარმოების C-400-ზე უარის თქმას და მისი კიევისთვის გაგზავნას ითვალისწინებს. ჩვენ მზად ვართ სანაცვლოდ თურქეთი დავაბრუნოთ F-35-ის წარმოების პროგრამაში".
ამავდროულად პენტაგონში დაადასტურეს, რომ სლოვაკეთში პატრიოტის ანტი-სარაკეტო სისტემების განთავსების დაწყება, სლოკავეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული C-300-ის ჩანაცვლების ფარგლებში მიმდინარეობს.
მასალა განახლებადია.