უნგრეთი ევროკავშირმა თავშესაფრის შესახებ კანონების დარღვევისთვის €200 მილიონით დააჯარიმა
ევროპულმა სასამართლომ ხუთშაბათს უნგრეთი 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა თავშესაფრის შესახებ ევროკავშირის კანონების დარღვევისა და წინა გადაწყვეტილების უგულებელყოფისთვის.
ამის შესახებ POLITICO წერს.
ლუქსემბურგის სასამართლომ პირველად 2020 წლის დეკემბერში დაადგინა, რომ უნგრეთმა ვერ შეასრულა ბლოკის წესები მიგრანტების მიმართ თავშესაფრის მაძიებლების "უკანონო დაკავებით" და მათი დეპორტირებით, სანამ ისინი განაცხადის უარყოფას გაასაჩივრებდნენ.
უნგრეთმა იგნორირება გაუკეთა გადაწყვეტილებას, რომელიც ECJ-მ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში აღწერა, როგორც "ევროკავშირის საერთო პოლიტიკის განზრახ აცილება."
სასამართლომ აღნიშნა, რომ ბუდაპეშტის უმოქმედობა "არის ევროკავშირის კანონმდებლობის უპრეცედენტო და განსაკუთრებულად სერიოზული დარღვევა."
200 მილიონი ევროს ჯარიმასთან ერთად, უნგრეთი დამატებით დღეში 1 მილიონი ევროთი დაჯარიმდება, თუ იგი არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას. თუ ბუდაპეშტი უარს იტყვის ჯარიმების გადახდაზე, ისინი შეიძლება გამოიქვითოს ევროკავშირის ბიუჯეტიდან, როგორც ეს პოლონეთის შემთხვევაში იყო.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ხუთშაბათის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას "აღმაშფოთებელი და მიუღებელი" უწოდა.
"როგორც ჩანს, ბრიუსელის ბიუროკრატებისთვის უკანონო მიგრანტები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ევროპელი მოქალაქეები," - აღნიშნა მან.