უოლესის თქმით, ბრიტანეთმა უკრაინას შესაძლოა უფრო მეტი Challenger 2-ის ტანკი გადასცეს

დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა უკრაინას არა 14, არამედ მეტი Challenger 2-ის ტანკი გადასცეს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა დორსეტში, ბოვინგტონ კემპის სამხედრო ბაზაზე განაცხადა, სადაც უკრაინელი სამხედროები წვრთნიან.

მისი თქმით, ბრიტანეთს შეუძლია უკრაინას მეტი ტანკი მისცეს, თუ ამ გადაწყვეტილება მიიღებენ, ეს სწორი იქნება.  

"ვფიქრობ, მოდით ვნახოთ, როგორ მოერგებიან ერთმანეთს და როგორ გახდებიან ერთიანი ძალა და მერე ვნახოთ", – განაცხადა მან.

22 თებერვალს Reuters-თან ინტერვიუში უოლესმა ასევე აღიარა იმის შესაძლებლობა, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით ტანკებს მიაწვდის. მისი თქმით, ეს დამოკიდებული იქნება თავდაცვით საჭიროებებზე და ბრძოლის ველზე უკრაინის საფრთხის დონეზე.

11 იანვარს ბრიტანეთის მთავრობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აპირებს უკრაინას მიაწოდოს ტანკები რუსული აგრესიისგან დასაცავად. მოგვიანებით მთავრობამ განმარტა, რომ სამხედრო დახმარების პაკეტში შედის 14 ტანკი Challenger 2 და 30 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი AS90.

მსგავსი სიახლეები