ურუშაძე: დასავლეთს მკაფიო ზღვარი აქვს გავლებული, რომელსაც ვერ გადავა

 

რუსეთ-უკრაინის კონფლიქტსა და ამ კონტექსტში დასავლეთის შესაძლებლობებზე, საკუთარი მოსაზრება ერეკლე ურუშაძემ, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა დააფიქსირა, რასაც უცვლელად გთავაზობთ:

"უკრაინის გამო რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირებაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოებაის უზარმაზარი ასიმეტრიაა, რაც მხარეთა მოტივირებულობის მხრივ არსებობს: რუსეთი მზადაა, უსასრულოდ უმატოს ესკალაციის ხარისხს და საბოლოოდ ომშიც ჩაებას, მაშინ როდესაც დასავლეთს სრულიად მკაფიო ზღვარი აქვს გავლებული, რომელსაც ვერასგზით გადავა.

რუსეთმა ეს იცის დადასავლეთმაც იცის, რომ რუსეთმა იცის. ეს უთანასწორობაა ამ კონფლიქტის ბუნების მთავარი განმსაზღვრელი.

ამ პრობლემის ძირი ისაა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში ნატოს გაფართოების გადაწყვეტილებადასავლეთში მაშინ მიიღეს, როცა ეს გაფართოება "მუქთა" იყო, ან ძალიან დაბალი ფასი ჰქონდა.

1990-იანებისა და ადრეული 2000-იანების სუსტი და დამყოლი რუსეთის პირობებში, დასავლეთში სერიოზულადარ დაფიქრებულან, რომ ოდესმე პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის გაცემული თუ დაპირებული უსაფრთხოებისგარანტიების "განაღდება" მოუწევდათ.

ახლა, როდესაც ვითარება შეიცვალა და რუსეთმა კბილები გამოაჩინა, დასავლეთი საგონებელშია: დაპირებების უკან წაღება დიდი მორალური და რეპუტაციული ზიანის მომტანი იქნება, მაგრამ არც მათი შესრულების ფასის გადახდა უნდა ვინმეს. ეკონომიკური სანქციები სამხედრო ძალის წინააღმდეგ მაინც და მაინც ქმედითი ინსტრუმენტი ვერ არის.

ამიტომ, მართალია დასავლეთი ზოგადად რუსეთზე შეუდარებლად ძლიერია, მაგრამ კონკრეტულად უკრაინაში (და სხვა მსგავს შემთხვევებში) მას სუსტის პოზიციიდან უწევს რუსეთთან მოლაპარაკება. და საეჭვოა, რომ ეს ვითარება ახლო მომავალში შეიცვალოს." 

მსგავსი სიახლეები