ვიეტნამის მოქალაქეს კორონავირუსის გავრცელებისთვის 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ვიეტნამში სასამართლომ ქვეყნის მოქალაქე ლე ვან ტრის "საშიში ინფექციის გავრცელებისთვის" 5 წლიანი პატიმრობა და 880$-ის ეკვივალენტი ჯარიმა მიუსაჯა.
ივლისში, ვან ტრი არ დაემორჩილა 21 დღიანი კარანტინის წესს და ქვეყნის ფარგლებში იმოგზაურა. გარდა ამისა, მან საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ იცრუა.
ტრიმ 8 ადამიანი დააინფიცირა, რომელთაგანაც ერთი დაიღუპა.
ვიეტნამში სულ კორონავირუსით ინფიცირების 530 000 შემთხვევა დაფიქსირდა და 13 300 ადამიანი გარდაიცვალა.