ვიტალი კლიჩკო: კიევის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა

10 ოქტომბერს კიევის ცენტრში ორი აფეთქება მოხდა. 

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, გადაუდებელი სამსახურის ყველა აუცილებელი შენაერთი ადგილზე იმყოფება. 

კლიჩკომ ასევე აღნიშნა, რომ აფეთქება შევჩენკოს გამზირზე მოხდა, რომელიც კიევის ცენტრალურ ნაწილად მიიჩნევა.

CNN-ის ჟურნალისტები, რომლებიც კიევში იმყოფებიან, იტყობინებიან, რომ აფეთქებები ერთმანეთის მიყოლებით, დაახლოებით 08:15 სთ-ზე და 08:20-სთ-ზე მოხდა. 

დეტალები ამ დრომდე უცნობია.

მსგავსი სიახლეები