ვლადიმირ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსია გააფორმა
ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსირების დოკუმენტს.
მათ შორის ანექსირების განკარგულებით რუსეთის შემადგენლობაში შევიდა დონეცკის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიისა და ხერსონის ობლასტები. თავის გამოსვლაში ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს გაეროს წესდების თანახმად თვითგამორკვევის სრული უფლება აქვთ.
ვლადიმირ პუტინის თქმით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთში ახალი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების სახით შევა.
"ლუჰანსკში და ხერსონში მცხოვრები ადამიანები სამუდამოდ ჩვენი მოქალაქეები ხდებიან",- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.
გარდა ამის რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ე.წ. რეფერენდუმების შედეგები განხილვის საგანი ვერ იქნება.