ვოლოდინი: ლიდერები, ვინც უკრაინას აიარაღებენ, სამხედრო დამნაშავეები არიან

რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერი დასავლეთის სახელმწიფოების მიერ უკრაინის შეიარაღებას სამხედრო დანაშაულად აფასებს და პოლიტიკური ლიდერების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. 

ამის შესახებ ვოლოდინმა თავის ტელეგრამ არხზე დაწერა

ვოლოდინის თქმით, "გერმანიის ლიდერობით რიგი ევროპული სახელმწიფოების ლიდერებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებით თავიანთი ერები სერიოზულ კონფლიქტში ჩაითრიონ". 

ვოლოდინის თქმით, დასავლური სახელმწიფოები არაფერს აკეთებდნენ ბოლო 8 წლის განმავლობაში დონბასში მიმდინარე "გენოციდის" შესაჩერებლად, დღეს კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ უკრაინაში რაც შეიძლება მეტი სლავური წარმოშობის ადამიანი მოკვდეს. 

"თავიანთი ქმედებებით ისინი მსოფლიოს კატასტროფისკენ უბიძგებენ. იმ სახელმწიფოების ლიდერებმა, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიან ამით თავიანთი რეპუტაცია შელახეს და უნდა მიეცნენ პასუხისგებაში როგორც სამხედრო დამნაშავეები",- წერს ვოლოდინი. 

ომის დაწყების მომენტიდან დასავლური სახელმწიფოების კოალიცია უკრაინას სხვადსხვა ტიპის შეიარაღებას აწვდის, მათ შორის ბოლო კვირებში უკრაინამ მძიმე შეიარაღებაც მიიღო. 

მსგავსი სიახლეები