WP: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადასაცემად ემზადება
დიდი ბრიტანეთი სკანდინავიელ პარტნიორებთან ერთად უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების გადასაცემად ემზადება.
ამის შესაბ ინფორმაციას Washington Post ავრცელებს.
2 მაისს უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდმა (IFU) საკუთარ საიტზე ტენდერი განაახლა, რომელზეც წინადადების მიღება 5 მაისამდე გაგრძელდება.
გაზეთის წყაროს ცნობით, შესაძლოა საუბარი იყოს 300 კილომეტრის რადიუსის Storm Shadow-ის ტიპის რაკეტაზე, რომელიც საჰაერო ბაზირებისაა.
კონტექსტი
2022 წლის ზაფხულიდან მოყოლებული უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ რეაქტიული ცეცხლის სისტემებს (GMLRS), თუმცა მათ განკარგულებაში არსებული რაკეტების მოქმედების მაქსიმალური რადიუსი 70 კილომეტრია.
HIMARS-ის დანადგარებმა ЗСУ-ს არსებითი უპირატესობა მისცა, სწორედ ამ სისტემების გამოყენებით უკრაინელებმა შეძლეს ოკუპანტების არაერთი საწყობის, სამეთაურო პუნქტის, ჯარების თავშეყრის ადგილების და ლოჯისტიკის განადგურება. სწორად ამ რაკეტების გამოყენებით შეძლეს დნეპრზე გადებული ხიდების დაზიანება, რამაც მნიშვნელოვნად გაართულა ოკუპანტების გარნიზონის მომარაგება ქალაქ ხერსონში.
მიუხედავად ამისა, ამ რაკეტების მოქმედების რადიუსის სიმცირე უკრაინელებს არ აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ ზუსტი დარტყმები მტრის ზურგის სიღრმეში.
თავის მხრივ თეთრი სახლი უკვე მრავალი თვეა უარს ამბობს კიევის აღნიშნულ თხოვნაზე, რის მიზეზადაც კონფლიქტის ესკალაციის შიში და რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სარაკეტო დარტყმების რისკი სახელდება.
ფონდის მიერ გამოქვეყნებულ მახასიათებლებში ჯდება GLSDB-ის ტიპის რაკეტებიც, რომლის მოქმედების რადიუსი 150 კილომეტრია და რომლის გადაცემასაც აშშ უკვე დათანხმდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის რაკეტების გადაცემის კონკრეტული დრო ცნობილი არ არის, რუსული მხარე მათი გამოყენების შესახებ უკვე იტყობინება.
უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფონდი (IFU) გასული წლის აგვისტოში დიდი ბრიტანეთის ინიციატივით და პარტნიორი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნა. აღნიშნულ ფონდი უნდა ფოკუსირებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული საჭიროებების უზრუნველყოფაზე.
ფონდის გამარტივებული სტრუქტურას, სახელმწიფო ბიუროკრატიის გვერდის ავლით და პირდაპირი კომუნიკაციით სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსთან უფრო სწრაფად უნდა მოეხდინა რეაგირება.
ფონდის მიერ შესყიდული შეიარაღების პირველი პარტია უკრაინამ მიმდინარე წლის თებერვალში მიიღო. ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის ღირებულების შეიარაღება მიიღო, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადიო-ელექტრონული ბრძოლის მოწყობილობები და სხვა.