BBC: ქართულმა პოლიციამ აქციებზე პირველი მსოფლიო ომის პერიოდის გაზი გამოიყენა

ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის, BBC-ის გამოძიების თანახმად, 2024 წელს, ქართულმა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის პერიოდის ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ჩაშლილად: ჟურნალისტური გამოძიების ავტორებს მიაჩნიათ, რომ თბილისში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ მომწამვლელი ნივთიერება ბრომბენზილციანიდი გამოიყენეს, რომელსაც ფრანგი ჯარისკაცები "კამიტს" (camite) ეძახდნენ.

  • "კამიტს" პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ფრანგული ჯარი გერმანელი ჯარისკაცების წინააღმდეგ იყენებდა. ამ ნივთიერების შემდგომში გამოყენების დასაბუთებული ცნობები თითქმის არ არსებოს. 1930-იან წლებში "კამიტი" ხმარებიდან ამოიღეს.

სიღრმისეულად: კვლევაზე მუშაობისას BBC ექიმ-პედიატრს, საპროტესტო აქციების მონაწილე კონსტანტინე ჩახუნაშვილს, ყოფილ სპეცრაზმელ ლაშა შერგელაშვილს და ქიმიური იარაღის სპეციალისტს, კრისტოფერ ჰოლსტიგს გაესაუბრა.

  • "მქონდა შეგრძნება, რომ წყალი კანს მიწვავს. წვა რამდენიმე დღე გრძელდებოდა, სახის დაბანვის შემთხვევაში სიმპტომები უარესდებოდა". - იხსენებს ჩახუნაშვილი.

  • შერგელაშვილის თქმით, მას იგივე ნივთიერების წყლის ჭავლებით გამოცდა დაევალა 2009 წელს. როგორც ყოფილი შსს-ს თანამშრომელი იხსენებს, ეფექტი ყველა აქამდე ცნობილი საშუალებისგან განსხვავებული იყო. ის და მისი 15 კოლეგა დაშავდნენ. 

  • "შევამჩნიეთ, რომ ეფექტი არ ქრებოდა, როგორც ჩვეულებრივი (ცრემლსადენი) გაზის შემთხვევაში. სპეციალური სოდისა და წყლის ხსნარის გამოყენების შემდეგაც, სუნთქვა გვიჭირდა.

  • შერგელაშვილი ყვება, რომ ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, წყლის ჭავლის მანქანის ავზებში ნივთიერების დამატების რეკომენდაცია არ გასცა, თუმცა მისი ინფორმაციით, მინიმუმ 2022 წლიდან ნივთიერება ჭავლის მანქანების ავზებში დაამატეს. 

  • ტოქსიკოლოგმა ჰოლსტიგმა, ჟურნალისტების მიერ მოგროვებული მასალა შეისწავლა. მისი აზრით, კლინიკური სიმპტომები ბრომობენზილციანიდის მოქმედებას შეესაბამება.

მსგავსი სიახლეები